რას ჰპირდება რწმუნებული რუსთაველებს

2019-04-06 10:59:44

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა რუსთავში, ციხის მშენებლობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

"ციხის მშენებლობა შესაბამისი რეგულაციებით წარიმართა. ბუნებრივია  ამ კუთხით ცენტრალურ ხელისუფლებასთან გვაქვს თანამშრომლობა. მე ერთ რამეს ვპირდები ჩვენს რუსთაველ მოსახლეობას, ეს იქნება მაღალი სტანდარტის ევროპული დაწესებულება, სადაც უსაფრთხოების ყველა ზომა იქნება დაცული და მაქსიმალურად გამოვიყენებთ ამ მშენებლობას და აქტივობას ადგილობრივი მოსახლეობის გრძელვადიანი დასაქმების კუთხით"-განაცხადა "ინფო რუსთავთან" ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა.