აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რუსთავის მერიაში ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, მერიის შენობის ფოიეში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღის ცენტრის აღსაზრდელების მიერ შექმნილი ნახატების გამოფენა და აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე პატარებისთვის გასართობი აქტივობები მოეწყო.
ღონისძიებას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი და თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ, 2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გამოაცხადა.
აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე, ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.