რუსთავში სკვერებს აწესრიგებენ

2019-04-02 17:23:21

რუსთავსერვის ცენტრის დასუფთავების მობილურმა ჯგუფმა, ასლანიკაშვილის და ბათუმის ქუჩაზე არსებული სკვერი დაასუფთავა.

სამსახურის თანამშრომლებმა აღნიშნული ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან და ფოთლებისგან გაწმინდეს.

რუსთავსერვის ცენტრში აცხადებენ, რომ დასუფთავების მობილური ჯგუფი ქალაქში არსებულ რეკრეაციულ ადგილებს პერიოდულად ასუფთავებს. მათივე ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე გაზონებიც წესრიგდება.

შეგახსენებთ, რომ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში, გამწვანებული ტერიტორიებისა და დასასვენებელი ადგილების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი რუსთავის მერიის სამსახური "რუსთავსერვის ცენტრია"