რუსთავის 24-ე საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე სკოლის მოსწავლეებმა დანიელ თანატოლებს უმასპინძლეს, გააცნეს ქართული კულტურა, სხვადასხვა კუთხის სიმღერები და ცეკვები წარუდგინეს.
24-ე საჯარო სკოლის ღონისძიებას ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა და საკრებულოს თავჯდომარე ლევან ონიანი ესწრებოდნენ.
ღონისძიების დასრულების შემდგომ დანიელ მასწავლებლებს საჩუქრები გადაეცათ.
დანიელი სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები საქართველოს უკვე მეორედ სტუმრობენ.