ინციდენტი რუსთავის აფთიაქში

2019-04-02 00:18:22

ინციდენტი რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე ერთერთ აფთიაქში მოხდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით უცნობი პირი აფთიაქში მივიდა და გამყიდველს მუქარით მოსთხოვა რომ მისთვის ფსიქოტროპული წამლები მიეცა.

გამყიდველის უარის შემდეგ მამაკაცმა მინების ჩამტვრევა და აფთიაქში შეჭრა სცადა.

ადგილზე გამოიძახეს საპატრულო პოლიცია რა დროსაც უცნობმა პირმა ტერიტორია მალევე დატოვა.