ველომსვლელობა რუსთავში [photo]

2019-03-31 21:53:35

რუსთავის ველომოყვარულთა ორგანიზებით, მსვლელობა გაიმართა.

მსვლელობა ყოველი თვის ბოლოს იმართება და მიზნად, მძღოლების მხრიდან პატივისცემას, ველოსიპედით უფრო მეტი ადამიანის დაინტერესებას და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის პოპულარიზაციას ისახავს.

ველომოყვარულები მიუხედავად წვიმისა დღეს 19:00 საათზე მაინც შეიკრიბნენ და მსვლელობა ქალაქის შემოსასვლელიდან ცენტრალურ მოედნამდე მოაწყვეს.

ველომოყვარულების უსაფრთხო გადაადგილებას საპატრულო პოლიციის 3 ეკიპაჟი უზრუნველყოფდა.