co-თი რუსთავში 4 ადამიანი მოიწამლა

2019-03-31 00:07:41

co-თი ინტოქსიკაცია რუსთავში 4 ადამიანმა მიიღო.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით შემთხვევა კლდიაშვილის ქუჩაზე მოხდა, მოწამლულებიდან 1 მცირეწლოვანია.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. 2 პაციენტი კლინიკა რუსთავში, 1 ცენტრალურ საავადმყოფოში ხოლო მცირეწლოვანი ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია.