სახლების სახურავების გადახურვა რუსთავში

2019-04-01 00:14:08

რუსთავში, ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში, ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში, საცხოვრებელი სახლების სახურავების გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს.

სარემონტო სამუშაოები ამ ეტაპზე კლდიაშვილის #12 კორპუსში და მე-15 მიკრორაიონში ხორციელდება. სამუშაოების ფარგლებში ძველი, დაზიანებული სახურავები ახლით ჩანაცვლდება.

როგორც „ინფო რუსთავს“ რუსთავის კორპუსის სამსახურში განუცხადეს, გადაიხურება 35 დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსების სახურავები. მათივე ინფორმაციით, უკვე გამოვლენილია ტენდერში გამარჯვებული კომპანია რომელმაც აღნიშნული სამუშაოების განხორციელება უნდა უზრუნველყოს.

პროგრამის მიხედვით, სამუშაოების ღირებულების 100%-ს რუსთავის კორპუსის სამსახური დაფარავს, შესაბამისად მოსახლეობას თანხის გადახდა არ მოუწევთ.

ნახეთ მისამართების ჩამონათვალი, სადაც სახურავების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა განხორციელდეს:

მე-19 მკრ #6, მე-12 მკრ #33, მე-12 მკრ #18, მეგობრობის მე-2 გასასვლელი #3, მე-8 მკრ 5ა, მე-12 მიკრ #24, მესხიშვილის #13, მე-14 მკრ #46, მე-მკრ #2, მე-12 მკრ #32, ფალიაშვილის 3ა, მე-15 მკრ #8, მე-7 მკრ, #17, რჩეულიშვილის #10, გრანელის #2, დ.გარეჯის ჩიხი #4, ბალანჩივაძის #10, მეგობრობის #1, 9 ძმის #14, მე-19 მკრ #14, მე-16 მკრ #1, მე-7 მკრ #25, კლდიაშვილის 12, მეგობრობის #27, მე-17 მკრ #4, მე-17 მკრ #19, მე-17 მკრ #1, მე-20- მკრ #1, 21-ე მკრ #9, თავგორაშვილის #16, 9 ძმის 16 ა, მეგობრობის 12 ბ, მაჩაბელის #8, მე-12 მკრ #4, მე-16 მკრ #8.

აღნიშნული სახლების სახურავების შეკეთება წლების მანძილზე არ მომხდარა, რის გამოც წვიმის დროს 1000 მეტ ოჯახს სერიოზული პრობლემები ექმნებოდა.

მრავალბინიანი კორპუსების სახურავების შეკეთება რუსთავის კორპუსის სამსახურის მიერ 2019 წელს დაგეგმილ პროგრამებს შორის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომლის განხორციელება ადგილობრივი მოსახლეობის  მიმართვებმა განაპირობა.