რუსთავში ბიძის მიერ 13 წლის მოზარდის მკვლელობის ფაქტის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 თანამშრომელი დაითხოვეს.
"რუსთავში 13 წლის მოზარდის მკვლელობის ფაქტის შემდეგ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დათხოვნილები არიან შსს-ს რიგებიდან, ხოლო მომხდარ ფაქტზე მოკვლევა ყველა მიმართულებით გრძელდება", - აცხადებენ შსს-ს პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, 13 წლის მოზარდი საკუთარმა ბიძამ ცივი იარაღის გამოყენებით 10 თებერვალს მოკლა.