ჟიული შარტავას სახელობის რუსთავის მე-4 საჯარო სკოლაში, ინტელექტუალური კონკურსის "ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას" 2018 წლის გამარჯვებული გუნდის იერუსალიმში მოგზაურობის ამსახველი ფილმის ჩვენება მოეწყო.
ფილმის პრეზენტაციას, რუსთველი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს წევრები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ღონისძიების ფარგლებში, მე-4 საჯარო სკოლაში, რუსთაველი ახალგაზრდების ისრაელში მოგზაურობისა და კონკურსში მათი მონაწილეობის ამსახველი ფოტომასალის გამოფენაც გაიმართა.
გასულ წელს, ინტელექტუალური კონკურსის ფინალში, პირველი ადგილი მე-4 საჯარო სკოლის უფროსკლასელებისგან დაკომპლექტებულმა გუნდმა "ალილუიამ" დაიკავა.
გამარჯვებული გუნდის წევრები, მეუფე სტეფანეს ხელმძღვანელობით, წმინდა მიწის მოსალოცად, იერუსალიმში, მიმდინარე წლის იანვარში იმყოფებოდნენ.
კონკურსი "ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას", საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით, ყოველწლიურად ტარდება.