"ცოცხალი მუსიკის შესრულება შეწყდა"

2019-03-29 00:10:42

რუსთავში, გადაჭარბებული ხმაურისთვის გაფრთხილება 1-მა ობიექტმა, კოსტავას გამზირზე, რუსთავის მერიის წინ მდებარე კაფე-ბარმა უკვე მიიღო.

როგორც კაფე-ბარის თანამშრომლებმა "ინფო რუსთავთან" საუბრისას განაცხადეს, ობიექტმა გაფრთხილება მერიის წარმომადგენლებისგან ცოცხალი მუსიკის გამო მიიღო, მათი თქმით, კაფე-ბარიდან საშუალოზე მაღალი ხმა არ გადიოდა, თუმცა სტუმრებისათვის ცოცხლად შესრულებული მუსიკის შეთავაზებაზე უარის თქმა მაინც მოუხდათ.

შეგახსენებთ, ხმაური უკვე დასჯადია. გადაჭარბებული ხმაურისთვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები დააჯარიმებენ.

ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, რუსთავში ჯერ უშუალოდ დაჯარიმება არავისი არ მომხდარა, რადგან კანონმდებლობა პირველ ჯერზე ხმაურისთვის პირის მხოლოდ გაფრთხილებას ითვალისწინებს.

ჯარიმების ოდენობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები