რისი გადასახადი ეხსნებათ სოციალურად დაუცველებს

2019-03-31 12:47:07

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა გაიმართა.

სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ ერთ საკითხზე იმსჯელეს, რომელიც რუსთავში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილების შეტანას გულისხმობდა.

როგორც სხდომაზე გახდა ცნობილი, ცვლილება სოციალურად დაუცველთა ბაზაში დარეგისტრირებული ოჯახების, მათ ვისი სარეიტინგო ქულაც 57 000-ს არ აღემატება, დასუფთავების მოსაკრებელისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

აღნიშნული საკითხი კენჭისყრის შედეგად განსახილველად საკრებულოს სხდომას გადაეცა.