30 ახალი ავტობუსი რუსთავში

2019-04-11 00:37:02

"ძალიან დიდი მოლოდინები გვაქვს, რომ ქალაქში ახალი ავტობუსები შემოვიყვანოთ"- განაცხადა ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

"ინფო რუსთავთან" საუბრისას ქალაქის მერმა აღნიშნა, რომ კრედიტის მიღების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება 30 ავტობუსის შეძენა, რომელიც შიდასაქალაქო მოძრაობისთვის იქნება განკუთვნილი.

"ვაღიაროთ რომ, ავტობუსების რაოდენობა და ხარისხი არ გვაქვს ქალაქში. დაახლოებით 3 მლნ. ნახევრის კრედიტს ვითხოვთ, 10 წლიანს და შესაძლებელი იქნება 30 ავტობუსის პირობებში ქალაქში შედარებით რადიკალურად გამოვასწოროთ სიტუაცია და ლოდინის რეჟიმი, რაც უწევს შემცირდეს, ნახევარზე და ჩამოვიდეს 10 წუთზე. ეს არის ყველაზე იდეალური ვარიანტი, რომელიც მართლა სჭირდება ქალაქს", - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.