ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა, რუსთავის ინფრასტუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად რესურსცენტრის უფროსს თამარ ხეჩიკაშვილს და რუსთავის საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა.
შეხვედრაზე ის ინფრასტუქტურული პროექტები განიხილეს, რომლებიც წლის ბოლომდე ყველა საჯარო სკოლაში უნდა განხორციელდეს.
ინფრასტრუქტურული პროექტები სველი წერტილების მოწყობას, შენობის რეაბილიტაციას, სკოლის ეზოების მოპირკეთებას და სხვა სამუშაოებს მოიცავს.
2019 წლის ინფრასტრუქტული პროექტებისთვის, გამოყოფილია 1 800 000 ლარამდე, რომელიც 23 საჯარო სკოლაზე გადანაწილდება.
“2019 წლის მიმდინარე ინფრასტუქტურული პროექტები განვიხილეთ, რომლებიც რუსთავში სკოლების რეაბილიტაციას უკავშირდება. გარკვეული ოდენობის თანხა გადმოეცა ადგილობრივ ხელისუფლებას, რომელიც უნდა დაიხარჯოს სწორად და მაქსიმალურად მოხმარდეს სკოლებში არსებულ სხვადასხვა პრობლემების აღმოფხვრას”, - განაცხადა “ინფო რუსთავთან” საუბრისას ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.