ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში

2019-03-27 10:55:35

რუსთავში, ლეონიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე სკოლის მოსწავლეს შიდასაქალაქო მიკროავტობუსი დაეჯახა.

არსებული ინფორმაციით, 13 წლის მოზარდი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

დაშავებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.