ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი თბილისის მაგისტრალზე. [ვიდეო/video]
მერსედესის მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა. ინფო რუსთავის ინფორმაციით, ავტომობილში თხევადი აირის დანადგარი იყო დამონტაჟებული რომელიც აფეთქდა.
შემთხვევის დროს ავტომობილში სამი მამაკაცი იმყოფებოდა. 2 მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.