ნატოს გენერალური მდივანი საქართველოში

2019-03-25 14:07:16

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვია. გენერალური მდივანი "ნატო საქართველოს სწავლება 2019"-ის მიმდინარეობას გაეცნო.

სტოლტენბერგთან და მის დელეგაციასთან ერთად ცენტრში პრემიერი მამუკა ბახტაძეც მივიდა, მათ მასპინძლობა წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გაუწია.

სტოლტენბერგი ასევე ქართველ დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა.
წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში მისვლამდე იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერმინისტრს მამუკა ბახტაძეს შეხვდა.

„ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ ოფიციალურად 17 მარტს გაიხსნა. ეს პირველი ერთობლივი მრავალეროვნული ბრიგადის დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლებაა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობს.