მკვლელობა რუსთავში - საქმე დაიხურა

2019-03-25 00:06:46

13 წლის ძმისშვილის მკვლელობისთვის დაკავებულს რუსთავის სასამართლომ ბრალდება მოუხსნა და საქმე დახურა. [ვიდეო/video]

მოსამართლე მადონა მაისურაძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ვალერ ირემაძეს ორწლიანი იძულებითი მკურნალობა ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში განუსაზღვრა.

მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება სამხარაულის სახელობის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით მიიღო. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ვალერ ირემაძე დანაშაულის ჩადენის დროს ვერ აკონტროლებდა საკუთარ ქმედებას. ექსპერტიზამ მას შეურაცხადობა დაუდგინა დიაგნოზით – ეპილეფსიური ფსიქოზი, რომელიც მკურნალობას ექვემდებარება.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი, გადაცემა "ახალი კვირა"