რუსთავში 5 ავტომობილი გაქურდეს. [ვიდეო/video]
ქურდობის ფაქტები XVII მიკრორაიონში დაფიქსირდა. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით არასრულწლოვნებმა, გვიან ღამით 5 ავტომობილის მინა ჩაამტვრიეს. წაღებულია ხურდები და მძღოლების პირადი ნივთები. ავტომობილების დიდი ნაწილი ტაქსია.
ფაქტზე მხილებულია 2 პირი, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.