რუსთავის მე-5 საჯარო სკოლაში მაკლეინის ასოციაციისა და მშვიდობის კორპუსის ორგანიზებით განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის ღონისძიება გაიმართა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები სხვადასხვა გასართობ, სპორტულ, სამხატვრო, მუსიკალურ და სხვა აქტივობაში ჩაერთნენ. ღონიძიებაში 50-მდე ბავშვი მონაწილეობდა, აქტივობებში ჩართული იყვნენ მაკლეინის ასოციაციის უცხოელი მოხალისეებიც.