"მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს"

2019-03-21 14:31:56

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა და საკრებულოს დეპუტატებმა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.

აქციის „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს" ფარგლებში, ზქარია ფალიაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის სკვერში დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ნახატების გამოფენა და იმპროვიზებული კონცერტი გაიმართა.

ღონისძიების ბოლოს, რუსთავის მერიის და საკრებულოს ხელმძღვანელმა პირებმა და აპარატის თანამშრომლებმა მზის ფორმის ფლეშმობი მოაწყეს.