დაბინძურებული გარემო რუსთავში

2019-03-15 18:36:29

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, რუსთავში, ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციების გაზომვისას გაირკვა, რომ ზოგიერთი ნივთიერების შემცველობა ნორმას აჭარბებს.

გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.

საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული უდაბნოს მტვრის ნაწილაკების შემცვლელი ჰაერის მასების გავრცელების გამო ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა რუსთავში: 12 მარტს - 2.2-ჯერ, 14 მარტს - 1.6-ჯერ, 15 მარტს - უმნიშვნელოდ, ხოლო 16 მარტს - 1.1-ჯერ.