პრეზიდენტი გარდაბანში იმყოფებოდა

2019-03-20 15:03:50

საქართველოს პრეზიდენტი ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე გარდაბანს ესტუმრა.

სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობას ბაირამობა მიულოცა და დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო.
პრეზიდენტმა მოსახლეობას აზერბაიჯანულ ენაზეც მიულოცა დღესასწაული.

"ეს არის გაზუფხულის შემოსვლის ძალიან დიდი დღესასწაული, რომელსაც ადრინდელ პერიოდში მთელ საქართველოში აღნიშნავდნენ. მე აქ სტუმარი არ ვარ, მე აქ მასპინძელი ვარ, როგორც ნებისმიერ ადგილას საქართველოში. ჩვენ ერთი ენა უნდა გვაკავშირებდეს. ძალიან ვწუხვარ, რომ თქვენთან ისე ვერ ვსაუბრობ , როგორც მინდა რომ ვისაუბრო. მე თქვენთან ვერ ვისაუბრებ რუსულად, ეს არის გამორიცხული, ეს არ არის ის ენა, რომელიც გვაერთიანებს"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა სადღესასწაულოდ გამართული ღია ბაზრობაც მოინახულა და მოსახლეობასთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო.

ავტორი

ნინა პარუნაშვილი

ნახე ავტორის სხვა სიახლეები