ნიკოლოზ ბეგაძე ევროპის ჩემპიონია

2019-03-19 18:21:13

რუსთაველი მოკრივე ნიკოლოზ ბეგაძე კრივში ევროპის 2019 წლის ჩემპიონატის გამარჯვებულია.

ჩემპიონატი 22 წლამდე მოკრივეთა შორის ქართველი მოკრივეებისთვის წარმატებული აღმოჩნდა. საქართველოს ნაკრების ოთხმა წევრმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონატი კრივში 22 წლამდე ახალგაზრდებს შორის რუსეთის ქალაქ ვლადიკავკაზში 2019 წლის 18 მარტს დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ 2015 ნიკოლოზ ბეგაძემ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატიც მოიგო სადაც ოქროს მედალი მოიპოვა. 2015 წელს პოლონეთში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში ქართველმა მოკრივეებმა სულ 3 მედალი მოიპოვეს. ეს 20 წლის განმავლობაში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში ქართველი სპორტსმენების პირველი გამარჯვება იყო.