ბაღის რეაბილიტაცია რუსთავში [photo]

2019-03-22 00:42:38

რუსთავში, მე-8 ბაღს რეაბილიტაცია უტარდება.

გარე ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია და ამდროისთვის შიდა სამუშაოები მიმდინარეობს.

"პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება არის 148 151 ლარი. სამუშაოები 19 თებერვალს დაიწყო და მარტის ბოლომდე აქვს სამუშაოების შერულების ვადა. პროექტით იყო გათვალისწინებილი შენობის გამაგრება, გაძლერება და ფასადის რეაბილიტაცია", - განაცხადა ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ზურა ტაბაღუამ.

სამუშაოებს კომპანია შპს "ლაფთა" ასრულებს.