სოციალური ქსელების მეშვეობით ხშირად შეხვდებით შემოთავაზებას როგორიცაა: "ბინა 15-20 ათას დოლარად რუსთავში"
"ინფო რუსთავი" დაინტერესდა თუ რა კატეგორიის ბინებია ძირითადად აღნიშნულ ფასად.
უძრავი ქონების სააგენტოების წარმომადგენლების თქმით, 15-20 ათას დოლარად ბინის ყიდვა გარეუბნებშია შესაძლებელი.
15 000 დოლარად, ძირითადად, ქალაქის ცენტრალური ქუჩებიდან მოშორებით, 2 ან 1 ოთახიანი ბინის შეძენაა შესაძლებელი, ხშირ შემთხვევაში სარემონტო მდგომარეობაში. 20 ათას დოლარად კი, შესაძლებელია 2 ან 3 ოთახიანი, მეტნაკლებად კეთილმოწყობილი ბინის ყიდვა.
როგორც უძრავი ქონების სააგენტოების წარმომადგენლები აცხადებენ, ბინები ახალი რეგულაციების შემდეგ შედარებით გაიაფდა, თუმცა ცენტრალური ქუჩებიდან მოშორებით, ბინები ძირითადად ამ ფასად იყიდებოდა.
ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე ბინის ფასი 20 000 დოლარიდან იწყება.