ახალი ქუჩები, სადაც მიკროავტობუსები მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერდებიან

2019-03-22 10:57:05

დედაქალაქში კიდევ რამდენიმე ქუჩა გამოიყო, სადაც მიკროავტობუსები მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერდებიან. აღნიშნული რეგულაცია რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსებსაც შეეხება.

რაც შეეხება ქუჩების ჩამონათვალს: კერძოდ, მიკროავტობუსები გაჩერებას ქეთევან დედოფლის, თამარ მეფის, აკაკი წერეთლის, დავით გურამიშვილისა და გრიგოლ რობაქიძის გამზირებზე, ასევე, ნუცუბიძის, ცოტნე დადიანის, სულხან ცინცაძის, ვაჟა ჩაჩავას ქუჩა, პეტრე ქავთარაძის, აწყურისა და ჯავახეთის ქუჩებზე მხოლოდ გაჩერებებზე შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ გასული წლიდან თბილისში უკვე განსაზღვრულია 14 ქუჩა, სადაც მიკროავტობუსებს გაჩერება მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილებში შეუძლიათ. ეს 14 ქუჩაა: ვაჟა-ფშაველას, შოთა რუსთაველის, ალექსანდრე ყაზბეგის, დავით აღმაშენებლის, ილია ჭავჭავაძის, მარშალ გელოვანის გამზირები, მერაბ კოსტავას, პეტრე მელიქიშვილის, ვახტანგ გორგასლის, ჟიული შარტავას, პეკინის, ჯორჯ ბუშის ქუჩა, ასევე, დავით აღმაშენებლის ხეივანი და კახეთის გზატკეცილი.