19 მარტს ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2019-03-18 21:59:10

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 19 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:

15:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს მარტყოფში, საცხენისში, სააკაძეში, დიდ ლილოში.

12:15-დან 19:00 საათამდე - დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებს იფნარი, კიზილაჯლო, ორმაშენი, ბახჩალარი, საჯა, ბახჩალარი.

11:00-დან 18:00 საათამდე - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რატევანში.

13:00-დან 16:00 საათამდე - აბონენტებს მარნეულში 26 მაისის, ჯავახიშვილის, ლაღიძის, გუდიაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, სამხედრო დასახლებაში, სოფელ კიზილ-აჯლოში.

11:00-დან 18:30 საათამდე - წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნარდევანი, აიაზმა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.