გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით საქართველოს უმეტეს რაიონებში 19-22 მარტს გამოიდარებს. დასავლეთ საქართველოში ხვალ დღისით ზოგ რაიონში იწვიმებს, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და 10-12 გრადუსის ფარგლებში იქნება. მთაში 1-6 გრადუსი, ხოლო მაღალ მთაში -3- +2 გრადუსი. 19 მარტიდან გამოიდარებს და 22 მარტამდე უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ტემპერატურა მოიმატებს 18-20 გრადუსამდე.
აღმოსავლეთ საქართველოს, 18-19 მარტს იწვიმებს, მთაში და მაღალ მთაში მოთოვს. 18 მარტს დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია დასავლეთის ძლიერი ქარი. 19 მარტს, დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს. ხვალ დაბალი ტემპერატურა იქნება. 8-13 გრადუსის ფარგლებში, მთაში 1-6 გრადუსი, ხოლო მაღალ მთაში -7 - -2 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 18 მარტი +10°C, 19 მარტი +13°C, 20 მარტი +16°C, 21 მარტი +17°C.