2019-03-17 17:19:44
რუსთავის მეტალურგის სტადიონზე საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნა. შეხვედრაში ერთმანეთს რუსთავი Steelers და სოხუმი Warriors დაუპირისპირდა.
მატჩი დაძაბული აღმოჩნდა, რუსთავი Steelers-მა ალპერ კალაიჩის ხელმძღვანელობით თამაში მინიმალური სხვაობით წააგო. მიუხედავად იმისა, რომ სოხუმი Warriors ახლად ჩამოყალიბებული გუნდი არის, მან ჩემპიონატის პირველივე შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა. თემურ რუბენიას გუნდმა თამაში ანგარიშით 22:21 კლუბის სასარგებლოდ დაასრულა.
"რიგით მესამე ეროვნული ჩემპიონატი ტარდება. გახსნა სოხუმის "უორიორსმა" და რუსთავის "სთილერსმა". ჩემპიონატი გაგრძელდება ზამთრამდე და ფინალი იქნება ზამთარში. ორწრედ ტარდება ეს ჩემპიონატი, წელს დაგვემატა 2 გუნდი და სულ 6 გუნდი იღებს მონაწილეობას. თამაშები ჩატარდება ზუგდიდში, თბილისსა და რუსთავში. ვგეგმავთ სანაკრებო შეკრებას, პირველი სანაკრებო შეკრება იქნება და მერე უკვე ნაკრებმა უნდა გვასახელოს საერთაშორისო ასპარეზზე", - განაცხადა საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზაქარია ჯაჭვაძემ.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი, ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით გაიხსნა.