"დღეები ისე გადის მაღაზიაში ერთი ნივთიც არ იყიდება"

2019-03-18 16:16:19

2019 წლის 1 იანვრიდან, საბანკო რეგულაციების გამო გართულდა როგორც იპოთეკური, ასევე სამომხმარებლო სესხების გაცემა.

საბანკო სესხების გაცემის გამკაცრებამ ბანკებს, მომხმარებლებს და ბიზნეს პრობლემები შეუქმნა.
შემცირდა უძრავი ქონების გაყიდვები, მცირდება საყოფაცხოვრებო და სხვა საქონლის რეალიზებაც.

რუსთავში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქე გვიყვება, რომ ავეჯის მაღაზიაში 1 200 ლარიანი სამეულის საყიდლად შევიდა როგორც მან "ინფო რუსთავს" განუცხადა, რომ მოულოდნელად ბანკმა ფულის სესხებაზე უარი უთხრა. მიზეზი  300 ლარიანი ხელფასი აღმოჩნდა, რომელიც ამ სესხის მომსახურებას ვერ ეყოფოდა.

აღმოჩნდა, რომ ბანკმა იპოთეკური სესხზე სხვა მცირე მოცულობის განვადების დამატება სარისკოდ მიიჩნია.

როგორც ჩვენთან საუბრისას რუსთავის ერთ-ერთი ავეჯის მაღაზიის მფლობელი ამბობს, სესხების გაცემაზე რეგულაციების შემცირების შემდეგ გაყიდვების რიცხვი მნიშვნელოვნად შეუმცირდათ, რადგან ავეჯს ძირითადად განვადების საშუალებით ყიდდნენ. ახლა კი ბანკები გავნადებას საშუალოდ 10 მყიდველიდან, მხოლოდ ერთს უმტკიცებენ. მაღაზიის მფლობელი ინფო რუსთავთან ამბობს, რომ დღეები ისე გადის რომ მაღაზიაში ერთი ნივთიც არ იყიდება.

შეგახსენებთ, რომ შემოღებული რეგულაციების გამო გართულდა როგორც იპოთეკური, ასევე სამომხმარებლო სესხების გაცემა. სესხის გამცემს დაევალა უფრო ყურადღებით შეაფასოს მსესხებლის გადახდისუნარიანობა და ფიზიკურ პირს არ ასესხოს იმაზე მეტი, ვიდრე გადახდას შეძლებს. ყურადღებით მოწმდება თავდებობის საკითხიც. ამ რეგულაციით სახელმწიფო მოსახლეობის ჭარბვალიანობის პრობლემას ებრძვის.

ავტორი

ნინა პარუნაშვილი

ნახე ავტორის სხვა სიახლეები