რუსთავის პოლიციამ 3 პირი დააკავა [video]

2019-03-17 00:10:24

შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის 3 პირი დააკავეს. [ვიდეო/video]

ინფო რუსთავის ინფორმაციით, დაკავებულები საქართველოს მოქალაქეები არ არიან. ჩვენი ინფორმაციით ბრალდებულებს ნარკოტიკები ფეხსაცმლის ქუსლებში ჰქონდათ დამალული.

ამოღებულია: 800 გრამამი ჰეროინი, 150 გრამამდე ოპიუმი და 3 აბი "ტრამადოლი". დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.