რუსთავში, ორმული სამუშაოები მიმდინარეობს. ქალაქის მასშტაბით ორმოების ამოვსება და დაზიანებული ასფალტის დამუსავება სხვადასხვა ქუჩაზე ხდება.
სამუშაოებს გარდაბნის საგზაო კომპანია ასრულებს.
"ხელშეკრულება მომსახურებაზე არის წლის ბოლომდე გაფორმებული, საჭიროების მიხედვით ჩვენ ვეუბნებით რომელ ქუჩებზე უნდა შესრულდეს სამუშაოები. წლის ბოლომდე გაფორმებულია 450 000 ლარიანი ხელშეკრულება", - განაცხადა ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ზურა ტაბაღუამ.