14 მარტს რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2019-03-13 17:44:35

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

როგორც "ინფო რუსთავს" კომპანიიდან აცნობეს, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 14 მარტს  ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 12:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ქ. რუსთავში მესხიშვილის, თოდრიას, ლეონიძის, შარტავას, მელიქიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, მე-14 მიკრორაიონში,

12:00-დან 13:00 საათამდე - ლეონიძის, მესხიშვილის, შარტავას, მეგობრობის, მე-15 და მე-16 მიკრორაიონებში,

13:00-დან 14:00 საათამდე - ლეონიძის, ლესელიძის, ქუთაისის ქუჩებზე, 20-ე და 21-ე მიკრორაიონებში.

17:30-დან 19:00 საათამდე - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში შაუმიანი, ხიხანი, შულავერი, ქვემო სარალი.

11:30-დან 18:30 საათამდე - წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხაჩკოვი, ბარეთი, ყაბური, ჩივთქილისა, თეჯისი, თამალა-ხარაბა, საბეჭისი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.