2019 წლის ინფრასტრუქტურული პროექტები

2019-03-13 16:38:26

რუსთავში 2019 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების შესახებ კომისიის სხდომაზე იმსჯელეს.

2019 წელს სავარაუდოდ განსახორციელებელი პროექტებია:

1. # 16 ყოფილი საბავსვო ბაღის წინამდებარე გზის საფარის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება - 43746 ლარს შეადგენს.
2. მე-7 მკრ-ში ყოფილი #30 საბავშვო ბაღის შენობაში კომპაქტურად ჩასახლებული საცხოვრისის შენობის მიმდებარედ გზის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება- 47045 ლარს შეადგენს.
3.მეგობრობის მე-2 გასასვლელის კორპუსის #3 მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, რომლის ღირებულება- 26967 ლარს შეადგენს.
4. მე-17 მკრ-ს #15 საცხოვრებელი კორპუსის უკანმდებარე გზის საფარის რეაბილიტაცია და ტროტუარის მოწყობა, რომლის ღირებულება- 68825 ლარს შედგენს.
5. 21-ე მიკრორაიონის #3-ის მიმდებარედ საფეხბურთო და საკალათბურთო სპორტული მოედნის მოწყობა და რჩეულიშვილის #4-ის მ/ტ მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება - 275515 ლარს სეადგენს.
6. აღმაშენებლის გამზირის ტროტუარებიის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება-173297 ლარს შეადგენს.

ავტორი

ნინა პარუნაშვილი

ნახე ავტორის სხვა სიახლეები