რუსთავში 13 წლის გოგო საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა

2019-03-13 14:02:27

რუსთავში 13 წლის გოგო საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით მოზარდი სახურავზე ფოტოს გადასაღებად იყო ასული.

შემთხვევა ლეონიძის ქუჩაზე რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ადგილზე მობილიზებულია რუსთავის სასწრაფო და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

ინფო რუსთავი დეტალებს აზუსტებს.