ტროტუარების სარეაბილიტაციო სამუშაოები

2019-03-13 10:42:13

რუსთავში, ქუთაისის ქუჩაზე ტროტუარების რეაბილიტაცია დაიწყო.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "გზატკეცილი +" შეასრულებს.

კეთილმოეწყობა 700 მეტრის სიგრძის ტროტუარი, რომელზეც წითელი ფერით გამოყოფილი იქნება ველობილიკი.

აღნიშნული სამუშაოებისთვის რუსთავის მერიის ბიუჯეტიდან 267 000 ლარი გამოიყო.