რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში 45 წლამდე მამაკაცი უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს.
შემთხვევა ბოსტან-ქალაქის ქუჩაზე მოხდა, როგორც ადგილობრივებმა "ინფო რუსთავს" განუცხადეს, მამაკაცმა სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალების დიდი დოზა მიიღო რის შემდეგაც შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა.
"პაციენტი ჟანგბადდამოკიდებულია, მიმდინარეობს ინფოზური თერაპია, შემოიყვანეს მძიმე მდგომარეობაში, იყო უგონო, იყო გიპოქსია, გრძელდება ოქსიგენოთერაპია, დინამიკაში გაუმჯობესება არის, თუმცა ჯერჯერობით მკურნალობა სჭირდება. დიაგნოზი უცნობი სუბსტანციის ტოქსიური ეფექტია" - განუცხადეს "ინფო რუსთავს" ცენტრალურ საავადმყოფოში.