რუსთავში, კოსტავას ქუჩისა და შენობების ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება. რეაბილიტაცია ჩაუტარდება შენობების ფასადებსა და დაზიანებულ აივნებს, ასევე ფასადებზე დამონტაჟდება გარე განათება. სამუშაოები კოსტავას ქუჩის მეორე ნახევარზე განხორციელდება.
ინფრასტრუქტურის განვითარების და ტრანსპორტის სამსახურის უფროსი ზურაბ ტაბაღუა აცხადებს, რომ: -"კოსტავას ქუჩასთან დაკავშირებით, ველოდებით მთავრობის დადგენილებას. დადგენილების შემდეგ, ჩვენი თანამონაწილეობა აისახება, საფინანსო სამსახურის მიერ შევა საკრებულოში, რომ მოხდეს ბიუჯეტში დაფიქსირება და ამის შემდგომ უკვე დავიწყებთ სატენდერო პროცედურებს. ჯამური თანხა დაახლოებით 2 500 000 ლარმდე იქნება, რომელიც ხელშეკრულებით განისაზღვრება. ჩამოიხსნება ძველი ნალესი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება განსაკუთრებით მძიმედ დაზიანებულ აივნებს და ფასადის მინათება გაკეთდება"