რუსთავის დელეგაცია პოლონეთში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს.
დეცენტრალიზაცია, ევროკავშირში ინტეგრაცია და ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამები გახლდათ პირველი ოფიციალური შეხვედრის განხილვის ძირითადი თემა, რომელიც პოლონეთში მყოფმა რუსთავის დელეგაციამ ქალაქ პრუშკოვში გამართა.
რუსთავის დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც ქალაქის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე არიან, ქალაქ პრუშკოვის ხელმძღავნელობამ უმასპინძლა. შეხვედრას პრუშკოვის გამგებელი კშიშტოფ რიმუზა, გამგეობის წევრები აგნიეშკა კუჟმინსკა და გჟეგოჟ კამინსკი, პრუშკოვის პოვიატის მდივანი მიხალ ლანდოვსკი, საკრებულოს თავჯდომარე სტანისლავ დიმურა, ქალაქ პრუშკოვის მერი პაველ მაკუხი, ვიცემერები კონრად შიპიერა და ბეატა ჩიჟევსკა ესწრებოდნენ.
ირაკლი ტაბაღუა, ლევან ონიანთან და დავით რეხვიაშვილთან ერთად, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ილია დარჩიაშვილის მიწვევით, ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში 10 მარტს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში რუსთავის ხელმძღვანელობა შეხვედრებს გამართავს ქალაქ პრუშკოვსა და დამეგობრებულ ქალაქ ლოძში.
ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, ფინანსთა სამინისტროს რეკომენდაციით, რუსთავის ხელმძღვანელობა შემდგომი გაზიარების მიზნით, გაეცნობა ქალაქ ლოძში შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობასა და გამოცდილებას.