ქობულეთის ტრაგედია - ვის დასჯას ითხოვენ მშობლები

2019-03-13 00:17:43

ბათუმის საქალაქო სასამართლომ თითქმის 4 წლის შემდეგ, სამი არასრულწლოვანის დაღუპვაში დამნაშავედ ზაზა ართმელაძე ცნო. აღსანიშნავია რომ თავად ზაზა ართმელიძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით, 2017 წელს დაასრულა.

2015 წლის მაისში, ქობულეთში, არასრულწლოვნების სიცოცხლე, ზაზა ართმელაძის მამის სასტუმრო "არმაზში" გაჩენილ ხანძრს ემსხვერპლა.

გარდაცვლილი არასრულწლოვანის ერთ-ერთი მშობელი "ინფო რუსთავთან" საუბრისას აცხადებს, რომ მიუღებელია სასამართლოს გადაწყვეტილება, რადგან ყველაფერი გარდაცვლილ ადამიანს დაბრალდა.

"ჩვენ არანაირ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით. თავიდანვე გვინდოდა, რომ დამდგარიყო პედაგოგის და დამხმარე მასწავლებლის პასუხისმგებლობის საკითხი. თუმცა, ჩვენ არავინ მოგვისმინა. ვაპირებთ ახალი საქმის აღძვრას, პასუხი უნდა მოეთხოვოს იმას, ვინც უშუალოდ პასუხისმგებელი იყო ბავშვებზე. მეპატრონის გარდაცვლილი შვილი გაასამართლეს და გაამტყუნეს. ყველაფერი დააბრალეს მიცვალებულს. პედაგოგს უშუალოდ პატრონობს ღარიბაშვილი და თავიდანვე თვალსაჩინო იყო, რომ ჩაიფარცხებოდა ეს საქმე," - განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბრისას გარდაცვლილი არასრულწლოვანის მშობელმა ელგუჯა ხვიჩიამ.

შეგახსენებთ რომ 2015 წელს, სასტუმროში აალების დროს შენობაში იმყოფებოდა ათობით ადამიანი, მათ შორის რუსთავის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლ „სიხარული 2"-ის წევრები. 45-მა ადამიანმა შენობიდან გამოსვლა შეძლო, მაშველებმა 10, 11 და 12 წლის ასაკის ბავშვის გამოყვანა ვერ შეძლეს.

ავტორი

ნინა პარუნაშვილი

ნახე ავტორის სხვა სიახლეები