სამუშაო შეხვედრა რუსთავის მე-6 დაწესებულებაში

2019-03-12 14:09:47

რუსთავში, მე-6 დაწესებულებაში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის, თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილთან.
შეხვედრაზე წვევამდელების შესახებ, ირაკლი სესიაშვილმა რამდენიმე ახალი ინიციატივა გააჟღერა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ: -"მე-6 დაწესებულებაში რუსთავში, სამუშაო შეხვედრა გავმართეთ პარლამენტის თავდაცვის კომიტეტსა და ბატონ ირაკლი სესიაშვილთან, რომელსაც აქვს ძალიან კარგი ინიციატივა, იმასთან დაკავშირებით, რომ ყოფილ სასჯელაღსრულების და ახლა უკვე პენიტენციურ სისტემაში, გაუქმდეს წვევამდელთა ინსტიტუტი და ჩვენ მთლიანად ეტაპობრივად გადავიდეთ საკონტრაქტო სამსახურზე, რადგან ეს სამსახური იყოს მიმზიდველი ახალგაზრდებისთვის, ან მათთვის ვისაც კონტრაქტის საფუძველზე დააინტერესებს, რომ იმსახუროს პენიტენციური დაწესებულებების უსაფრთხოების სფეროში"

"პენიტენციურ სისტემაში წვევამდელების გაწვევა აღარ მოხდება, რაც რა თქმა უნდა იმ გარკვეულ დისკომფორტს მოხსნის, რაც უნდა ვაღიაროთ, რაც წვევამდელებს ამ სისტემაში სამსახურის გავლის დროს აქვთ. ამასთან ერთად მე მინდა გავაჟღერო 2 ახალი ინიციატივა, რომელსაც დავარეგისტრირებ პარლამენტში. პირველი გახლავთ ის, რომ ის სტუდენტები, რომლებიც ნებაყოფლობით იმსახურებენ შსს-ს დაცვის პოლიციაში და მიიღებენ ამისთვის შესაბამის ანაზღაურებას, მათ ჩაეთვლებათ შესაბამისი სამსახური სამხედრო სავალდებულო სამსახურში. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვაძლევთ წვევანდელებს იმის საშუალებას, სტუდენტებს, რომ ერთის მხრივ საკონტრაქტო პირობებზე დაცვის პოლიციაში გაიარონ სამსახური, მიიღონ გარკვეული ანაზღაურება და მეორეს მხრივ გათავისუფლებული იყვნენ სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან. გარდა ამისა თქვენ იცით, რომ აქტუალურია თემა როდესაც წვევანდელები გარკვეული რელიგიური მოტივებით, არ მიდიან სამხედრო სავალდებულო სამსახურში, ეს გარკვეულ პრობლემას ქმნის მთლიანად სისტემისთვის. მე არ შევალ იმის დისკუსიაში რომ ეს არის ხელოვნურად თუ რეალური რელიგიური მოტივების მიხედვით, თქვენ იცით, რომ არსებობს ალტერნატიული შრომითი სამსახური, სადაც რწმენის აღმსარებლობის ან რელიგიური ნიშნით შესაძლებელია უარი თქვან სამხედრო სამსახურზე. ამიტომ შესაბამის მუხლში, ჩემი ინიციატივით, გაუქმებული იქნება მუხლი, რომელიც წვევამდელებს, რომლებიც არიან მღვდელმსახურები, აძლევს უფლებას, რომ გადაუვადდეს სამხედრო სავალდებულო სამსახური და თუ მათ სურვილი არ ექნებათ, რომ რელიგიური მოტივებით არ იმსახურონ ჯარში, მათ ექნებათ საშუალება ისარგებლონ ალტერნატიული შრომითი სამსახურის კანონით"-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.