რუსთავის მცხოვრები და „ინფო რუსთავის“ გვერდის აქტიური მომხმარებელი, რუსთავის გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურს უკავშირდება. საკითხი, რაშიც ჟურნალისტებს დახმარებას სთხოვს, ქალაქის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სათბურიდან ამოსული კვამლის გარემოს დაცვის დაბინძურებას ეხება. მისი თქმით, სათბურში საწვავად ქვანახშირსა და საბურავებს იყენებენ, რაც გარემო აბინძურებს და შესაბამისად სათბურის ფუნქციონირება მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია.
გარემოსდაცვის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები, ადგილზე გამოძახებიდან რამდენიმე წუთში გამოცხადდნენ. მოქალაქესთან გასაუბრების შემდეგ, სიტუაციის გადასამოწმებლად ისინი სათბურისკენ გაემართნენ. ადგილზე მისულებს სათბურში დაგვხვდა, ობიექტის მფლობელი ლევან მინდორაშვილი. მან ფაქტი რომ, სათბურის დათბუნებას ქვანახშირით ახდენს დაადასტურა, მისი თქმით შეშის საწვავად გამოყენება ძვირი ჯდება, ამიტომ იძულებულია სამუშაო პროცესში მსგავს ხერხს მიმართოს.
გარემოს დაცვისზედამხედველობის სამსახურმა საქმესთან დაკავშირებით აქტი შეადგინა. ლევან მინდორაშვილი ამბობს რომ, სიტუაციის გამოსწორებაზე ზრუნვას დაიწყებს.