ახალი საგზაო ნიშნები რუსთავში [photo]

2019-03-12 00:32:01

რუსთავში ახალი საგზაო ნიშნები დამონტაჟდა.

დღეიდან რუსთავის მარცხენა სანაპიროზე, სუმგაითელი მეტალურგების ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივი გახდა. უფრო კონკრეტულად კი სუმგაითელი მეტალურგების #1 საცხოვრებელი კორპუსის ტერიტორიიდან ბარათაშვილის ქუჩის კვეთამდე, ავტომანქანების ორმხრივად მოძრაობა აიკრძალა. გადაწყვეტილება რუსთავის მერიამ მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე მიიღო.

აღსანიშნავია რომ ცვლილების შესახებ ბევრმა მძღოლმა არ იცის, ამიტომ თვალსაჩინოებისთვის გთავაზობთ მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღებულ ფოტოებს.

ქალაქში მიმდინარე დახაზვების შემდეგ აღმოჩნდა რომ იქ სადაც ადრე მძღოლები აპარკინგებდნენ ამჯერად მანქანების გაჩერება იკრძალება, კონკრეტულად კი გაჩერებების მიმდებარე ტერიტორიაზე და იმ ზებრა გადასასვლელებზე რომელიც საპარკინგე ადგილს უერთდება.

ქუჩაზე საგზაო ნიშნები ააიპ "რუსთავსერვის ცენტრმა" დაამონტაჟა.