რომელ ქუჩაზე აიკრძალა ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა

2019-03-11 11:15:53

რუსთავის მარცხენა სანაპიროზე, სუმგაითელი მეტალურგების ქუჩაზე დღეიდან ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა აიკრძალა.

სუმგაითელი მეტალურგების #1 საცხოვრებელი კორპუსის ტერიტორიიდან ბარათაშვილის ქუჩის კვეთამდე, ავტომანქანების მოძრაობა ცალმხრივი გახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება, რუსთავის მერიამ ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე მიიღო.

საავტომობილო მოძრაობის განტვირთვის თხოვნით, რუსთავის მერს, ირაკლი ტაბაღუას, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა რამდენიმე თვის წინ მიმართეს. პრობლემის მოგვარების მიზნით, მერიამ საპატრულო პოლიციასთან ერთად, სუმგაითელი მეტალურგების ქუჩაზე, საავტომობილო მოძრაობის ახალი სქემა შეიმუშავა. პროექტის განხორციელებამდე კი მისი განხილვა სპეციალისტებთან და მოსახლეობასთან მოხდა.

 

ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.