ინციდენტი "რუსთავისა" და "მგზავრების" საკალათბურთო მატჩზე (ვიდეო).

2017-03-02 22:10:34

რუსთავის საკალათბურთო დარბაზში სუპერლიგის მესამე წრის მე-5 ტური გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს რუსთავის „რუსთავი“ და თბილისის „მგზავრები“ დაუპირისპირდა. თამაში დაძაბულად მიმდინარეობდა, მატჩის მესამე მეოთხედი ბოლო წამებზე დაცვის სამსახურსა და გულშემატკივარს შორის დაპირისპირების გამო რამდენიმე წუთით შეჩერდა. საკალათბურთო დარბაზში „ინფო რუსთავის“ ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში აგრესიულმა გულშემატკივარმა ხელი შეუშალა და მისი აღჭურვილობის დაზიანება სცადა. მაყურებელსა და დაცვის სამსახურის დაპირისპირებიდან რამდენიმე წუთში საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები გამოცხადდნენ.  ვითარების განმუხტვის შემდეგ მატჩი გაგრძელდა, რომელიც საბოლოოდ ანგარიშით 86:69 „რუსთავის“ სასარგებლოდ დასრულდა. მატჩის ბოლოს „რუსთავის“ მწვრთნელმა, რამაზ გოგობერიშვილმა კომენტარი გააკეთა, მან იმედი გამოთქვა, რომ რუსთავის საკალათბურთო დარბაზში ბოლო დროს მომხდარი დაპირისპირებების გამო  კლუბს სანქციები არ დაუწესდება. შემდეგ შეხვედრას რუსთავის „რუსთავი“ სტუმრად „დინამოს“ წინააღმდეგ 5 მარტს გამართავს.