ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში

2019-03-11 00:31:43

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით გზაზე დედა და 6 წლის ბავშვი გადადიოდა რა დროსაც ბავშვს "ოპელი"-ს მარკის ავტომობილი დაეჯახა.

დაშავებული ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებაში "ინფო რუსთავს განუცხადეს რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.