"სადარბაზოს დეზინფექციისთვის 2 ლარი უნდა გადაიხადოთ"

2019-03-10 18:54:56

"სადარბაზოს დეზინფექციისთვის 2 ლარს ვაგროვებთ, უნდა გადაიხადოთ, აი, ყველამ გადაიხადა" –ამგვარი სერვისით რუსთავის მაღალსართულიანი კორპუსის მოსახლეობას სხვადასხვა შპს-ების წარმომადგენლები ხშირად სტუმრობენ.

ინფო რუსთავს რუსთავის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტიც მიაწოდა. მოსახლეობა ამბობს, რომ თანხას იხდიან, თუმცა სადარბაზოს დეზინფექციის ჩატარების არაფერი ეტყობა.

"ინფო რუსთავი" აღნიშნულ კომპანიას დაუკავშირდა სადაც განაცხადეს რომ თანხის გადახდა ნებაყოფლობითია და არა იძულებითი.

რუსთაველებმა რუსთავის მერიისგან რამდენჯერმე გაფრთხილებაც მიიღეს, რომ  სადარბაზოს დეზინფექციისთვის მერიის სახელით მისულ ადამიანებს თანხა არ გადაუხადონ.

ადგილობრივ თვითმმართველობაში ამობენ, მერიაში არ მუშაობენ მოქალაქეები, რომლებიც სადარბაზოს დეზინფექციის მოტივით მოსახლეობას ფულს ართმევენ. დამატებითი ინფორმაციისთვის კი მოქალაქეებმა რუსთავის მერიის შესაბამისი სამსახურის ნომრებზე უნდა დარეკონ, რომელიც 24 საათის მანძილზე მუშაობს, ცხელი ხაზი დღის საათებში 0341 24 10 44, 0341 29 37 75.