ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა. მხარის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი და ქალაქის მერი დავით ჯიქია, ჩინეთის ელჩს საქართველოში ძი იანჩის შეხვდნენ. ძირითადი საკითხები რაც შეხვედრის ფარგლებში იქნა განხილული, სოფლის მეურნეობის განვითაებას და ფერმერთა გადამზადებას შეეხებოდა. მხარებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლოდ ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.