რუსთავში, XIX მიკრო-რაიონში, გვიანი ღამით მიკროავტობუსს ცეცხლი წაეკიდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
არსებული ინფორმაციით ცეცხლი, ძრავში სავარაუდოდ ელექტრო სადენებს გაუჩნდა.
მიკროავტობუსის მესაკუთრე "ინფო რუსთავთან" აცხადებს რომ - "ავტომობილი ტექნიკური ინსპექტირებისათვის მწყობრში მოვიყვანე, ვიყიდე გარკვეული ნაწილები, გამოვცვალე საქარე მინა და გავარეცხინე ძრავი. ეტყობა წყალი სადმე ჩავიდა ძრავში რამაც შემდეგ უკვე ხანძარი გამოიწვია".
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.